საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022–2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

13 სექტემბერი -19 სექტემბერი

 

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე  აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   13 სექტემბერს  16 საათზე საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

 

  • 13 სექტემბერს  16 საათიდან ბაზა გაიხსნება ზედა სემესტრელთათვის

 

ძირითადი სპეციალობის/ Major  სასწავლო კურსებს, მათ შორის სპეციალობის შესავალი კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ ზედა სემესტრის კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);

 

  • 13 სექტემბერს  18 საათიდან ბაზა გაიხსნება ზედა სემესტრელთათვის

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში რესურსის გათვალისწინებით გაიხსნება ყველა საგანი, გარდა საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი საგნებისა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის)

 

  • 15 სექტემბერს  11 საათიდან  ბაზა გაიხსნება პირველსემესტრელთათვის 

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში პირველსემესტრელები შეძლებენ  მხოლოდ სპეციალობის შესავალი კურსის არჩევას (მაგალითად, სოციოლოგიის სპეციალობის პირველსემესტრელი აირჩევს მხოლოდ სოციოლოგიის შესავალს; ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველსემესტრელი აირჩევს მხოლოდ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალს და ა.შ.)

 

  • 15 სექტემბერს  12 საათიდან ბაზა გაიხსნება პირველსემესტრელთათვის

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გაიხსნება საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები (პირველი დონის საგნები) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელთათვის.

 

  • 15 სექტემბერს  17 საათიდან

​​​​​​​

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში  გაიხსნება საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები (პირველი დონის საგნები) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის

 

  • 16 სექტემბერს  12 საათიდან

 

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში საგნები გაიხსნება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 

 

მაგისტრატურის საფეხური (26 სექტემბერი -3 ოქტომბერი)

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრატურის  საფეხურის ზედა სემესტრელი სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება  26 სექტემბერს 

 

პირველსემესტრელ მაგისტრანტთა აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 28 სექტემბერს.

 


გისურვებთ წარმატებას!

თარიღი: 09/09/2022